საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატების ვინაობა ცოტა ხნის წინათ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.
ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი (შეინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოზიციას)
ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე (კვლავ დაიკავებს ვიცე პრემიერის თანამდებობას)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ვიქტორ დოლიძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე;
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი;
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა;
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი- ტარიელ ხეჩიკაშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი;
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი;
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულ მათგანთან "განსაკუთრებული ურთიერთობა"აკავშირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.