ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ქუმსიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით, ჩვენ ვიქნებით სტაბილურობაზე ორიენტირებული. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი შემოსავლები, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ბიუჯეტს გააჩნია, იყოს სტაბილური და შესაბამისად, ეს იქნება ალბათ, ფისკალური პოლიტიკის მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი.
საგადასახადო პოლიტიკის მიმართებაში მინდა ვთქვა, რომ საგადასახადო პოლიტიკა იქნება ბიზნესისადმი მეგობრული და აუცილებლად იქნება უფრო მეტად სერვისზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა, ფისკალური დიციპლინა აქაც იქნება.
ვალის პოლიტიკასთან მიმართებაში ასევე მოგახსენებთ, რომ ვალი ასევე იქნება მდგრადი და ასევე იქნება სამართლიანი....
რაც შეეხება თვითონ ზოგად დამოკიდებულებას, მოგეხსენებათ, ეკონომიკის მიამრთულებით საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძირითადი პრინციპები არ შეიცვლება. რაც ეხება ლართან მიმართებაში, მე არაერთხელ განვმარტე და კვლავ შემიძლია განვმარტო, რომ ამოცანა არ არის ლარის კურისის დევნა, ამოცანა არის დამოკიდებულების შეცვლა, რომ ჩვენს მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, არ ეცვლებოდეს ის განკარგვადი შემოსავალი, რაც მათ რჩებათ გადასახადების და სესხის მომსახურების გადახდის კვალდაკვალ. ამ პოლიტიკას ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან მალე ის ზომები, რომელთა გატარებასაც ჩვენ ამ მიმართულებით ვაპირებთ, აუცილებლად გახდება საჯარო", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად ცოტა ხნის წინათ წარადგინა. იგი ასევე პირველი ვიცე პრემიერის პოსტსაც შეინარჩუნებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.