ვერ მივალთ ჩვენ იმ დრომდე, როცა არ დაგვჭირდება რომელიმე ადგილას ახალი შემართება, - აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ჯავახიშვილის თქმით, "გაჩნდა რაღაც საჭიროება, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში გაიგებთ", თუმცა, არ დაუკონკრეტებია რა პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.
პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დღეს, ნოდარ ჯავახიშვილის შემცვლელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.