ვიზიარებ პრემიერ მინისტრის ხედვას, რომ საჭირო იყო ცვლილებები ფინანსთა სამინისტროში, - აღნიშნული განცხადება ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, ახალი ფინანსთა მინისტრი წარმატებით გააგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ....
მე ვარ გუნდის წევრი, მე ვარ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო მომავალი საქმიანობის შესახებ, ისევ პრემიერ მინისტრი გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა ხადურმა.
პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის შემცვლელად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.