ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებაა, - აღნიშნული განცხადება ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის თვალსაზრისით ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, ილია ელოშვილი რჩება თავის ადგილზე. სხვა საკადრო ცვლილებებზე მას შემდეგ მოგახსენებთ, როდესაც პარლამენტი დაგვამტკიცებს”, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად დღეს წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.