ხობში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. როგორც Guardian.ge-ს ხობის საკრებულოდან აცნობეს, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია ამ დრომდე მუშაობს, ისინი ადგილზე ეცნობიან ქარისგან მიყენებულ ზარალს.
საკრებულოს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, სტიქიის შედეგად 16 კერძო სახლისა და სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა; სამივე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა უკვე მიმდინარეობს.
დაზარალებულ ოჯახებს დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.