თელავში, ლეგიონის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. ძმებს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაჭრილ მდგომარეობაში ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ძმების საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ძმებს ცეცხლი პოლიციის თანამშრომელმა გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
თელავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კახეთის სამხარეო პროკურატურაში გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.