აჭარის მთავრობას კვლავ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს, თუმცა იგი აცხადებს, რომ არ უნდა „მოვლენების გასწრება“, ვიდრე პრეზიდენტი აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატს დაასახელებს.
"არ მინდა, მოვლენებს გავუსწროთ, ჯერ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ავირჩიოთ ის და შემდეგ წარვადგინოთ ახალი მთავრობის წევრები დასამტკიცებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეფექტური გუნდი გვყავდეს. ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას ვის განვიხილავთ მინისტრებად, თუმცა კონსულტაციები მიდის", - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.
მან აღნიშნა, რომ კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე აჭარის უმაღლეს საბჭოს, ავთანდილ ბერიძის ნაცვლად, დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობაში მუშაობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.