ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე ჩეხ და პოლონელ ტუროპერატორებს შეხვდა. ტუროპერატორების ჯგუფს პოლონეთში ქობულეთს დამეგობრებული ქალაქის პიეკარი შლონცკეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი დარიუს გაცეკი ხელმძღვანელობს.
როგორც მუნიციპალიტეტიდან Guardian.ge -ს აცნობეს, ვიზიტის მიზანია ქობულეთის ტურისტული პოტენციალისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქობულეთში არქეოლოგიურ ნაქალაქარს, ისპანის დაცულ ტერიტორიას, მუზეუმს, ციცინათელას, ბლექ სი არენას, ღვინის სახლსა და სხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ტუროპერატორები ქობულეთში მუნიპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.