ვლადიმერ ჩაჩიბაია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს შეიარაღებული ძალების წინაშე, სამანევრო ქვედანაყოფების მეთაურებისგან გამომდინარეობს
22-11-2016, 09:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია მიიჩნევს, რომ პრობლემები, რომლებიც შეიარაღებული ძალების წინაშე არსებობს, სამანევრო ქვედანაყოფების მეთაურებისგან, სარდლობებიდან გამომდინარეობს, რაც მისივე აზრით, დამატებითი მიზეზია იმისთვის, რომ სწრაფად იქნას მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები.

 

 

"პრობლემები, რომლებიც დღეს არსებობს შეიარაღებული ძალების წინაშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ ყოველდღიურად, გამომდინარეობს უშუალოდ სამანევრო ქვედანაყოფების მეთაურებისგან, სარდლობებიდან და არის კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება", - განაცხადა ჩაჩიბაიამ. 

 

 

მან სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაწვევის აღდგენა აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა.

 

 

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე პიროვნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაკრიტიკებთ. შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში გარკვეულად იყო ჩართული გენშტაბი. უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, ანუ ბოლომდე ვერ იქნა გარკვეული ინფორმაცია თავისი სიზუსტეებით მიტანილი ადრესატამდე, რამაც გამოიწვია ის გადაწყვეტილება, რაც დღეს არსებობს. ამ ეტაპზე კი ეს ჩვენი, სამხედროების გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი