გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოხატა წუხილი იმის თაობაზე, რომ ტრამპის არჩევნებზე გამარჯვებამ შესაძლოა დახმარება გაუწიოს თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებს. გერმანიის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა „ჰაი ტრამპის“ ვიდეო აღწერა, როგორც „საძაგელი და შემაშფოთებელი“. ამის შესახებ BBC წერს.
„alt-right"-ის ჯგუფს, რომელმაც დონალდ ტრამპის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნაცისტური სალუტით იზეიმა, თავად არჩეული პრეზიდენტიც გაემიჯნა.
New York Times-სთან მრავალმხრივ და ვრცელ ინტერვიუში შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა: „მე ვგმობ მათ, მე უარვყოფ და ვგმობ“.
მან თქვა, რომ არ სურს „აღაგზნოს“ ჯგუფი, რომელიც მოიცავს ნეო-ნაცისტებს, ნაციონალისტებს და ანტი-სემიტებს.
ვაშინგტონ დი სიში, The Atlantic-ის მიერ გადაღებულ ვიდეოში „alt-right"-ის მხარდამჭერები მოსაუბრის ყვირილზე, „ჰაი ტრამპ!“ შეძახილებით პასუხობენ.
ვიდეოში, რიჩარდ სპენსერი, „alt-right"-ის მოძრაობის ლიდერი ეუბნება კონფერენციის მონაწილეებს, რომ ამერიკა თეთრკანიან ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც მან აღწერა, როგორც „მზის შვილები“.
მან მოძრაობის კრიტიკოსები გამოაცხადა, როგორც „ყველაზე საზიზღარი ქმნილებები, რომელთაც ოდესმე ამ პლანეტაზე უვლიათ“.
„ჰაი ტრამპ, მივესალმოთ ჩვენ ხალხს, მივესალმოთ გამარჯვებას!“ გაჰყვირის ერთგან სპენსერი და აუდიენციის ზოგიერთი წევრი ნაცისტური მისალმებით, თავიანთი ხელების აწევით ეგებება სპენსერის მოწოდებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.