თბილისში, დოლიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანთაში ჩადებული დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცს ეკუთვნის.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მათი მეზობელი არ არის.
ტელეკომპანიის ცნობით, ცხედარი ამავე ქუჩაზე მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცის სახლში იპოვეს. იგი პოლიციაში გადაიყვანეს. მეზობლების თქმით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა.
შს სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.