შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის, ნინო გიორგობიანის თქმით, თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
"თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია! მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია! ინფორმაციას პროკურატურა გაავრცელებს," წერს ნინო გიორგობიანი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია, ახმეტის რაიონის პოლიციის ინსპექტორი გიორგი იორამაშვილი, რომელიც დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი.
თელავში, ლეგიონის დასახლებაში ძმებს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაჭრილ მდგომარეობაში ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ძმების საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია. მკვლელობის ფაქტზე კახეთის სამხარეო პროკურატურაში გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.