ჩვენ, ყველანი, მიუხედავად ჩვენი რანგისა, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, - აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან იზორიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ოფიცილურად წარდგენის ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"დღეს, ჩვენ ამ ცერემონიით, სწორედ ამ ფაქტორებს გავუსვით ხაზი, რომ ჩვენ ყველანი მიუხედავად ჩვენი რანგისა, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვხედავთ სწორედ ამ ინსტიტუციურ განვითარებაში, რომელიც საერთო ჯამში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ გნვითარებას უზრუნველყოფს", - აღნიშნა იზორიამ.
ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილმა გენერალ ვახტანგ კაპანაძეს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და გენშტაბის ხელმძღვანელის ვალდებულება გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.