პრემიერ-მინისტრი დღეს გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდება
11-03-2015, 00:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" 15.00 საათზე შეხვდება. შეხვედრის მთავარი თემა რეგიონებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება იქნება.

 


მთავრობის 5 მარტის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა და რატომ არ ხდება თანხების დროულად ხარჯვა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში.

 

 

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოედგინათ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს, რათა დადგეს იმ გამგებლების ან საკრებულოების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს.

 

 

"მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხს - იმ გამგებლების, რომლებიც ხელს უშლიან, ან საკრებულოს თავმჯდომარეების, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერების გამო," განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი