საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი გიორგი მღებრიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გახსნას დაესწრნენ.
შსს-ს ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ინიციატივითა და მხარდაჭერით, განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ბაზაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობას საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები, გარდა მატერიალური შეწირულობისა, თავად მონაწილეობდნენ ეკლესიის მშენებლობაში.
გიორგი მღებრიშვილმა თანამშრომლებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და საქართველოსთვის ერთგულად მსახურება უსურვა: „მადლობას გიხდით იმ სამსახურისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეწევით და მხნეობას, მშვიდობას, საქართველოსთვის ერთგულად მსახურებას გისურვებთ“.
მან სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები და სხვა წამახალისებელი ჯილდოები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.