შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში ბელარუსის ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები იყვნენ.
შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა დელეგაციის წევრებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობაზე, უწყებაში დაგეგმილ პროექტებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. ბელარუსი ჟურნალისტები საქართველოს შს სამინისტროში წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით, განსაკუთრებით - ახლადშექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრით დაინტერესდნენ.
შს მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით სამინისტროში დაწყებული ახალი პროექტი - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ გააცნო, რომელსაც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ახორციელებს.
„ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი. პროექტის მიზანია პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი შსს-ს ტექნოლოგიების ცენტრალიზებულ ჰაბს წარმოადგენს. იგი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, უცხოელმა სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები და პატრულ-ინსპექტორების აღჭურვილობა დაათვალიერეს.
ბელორუსი ჟურნალისტები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვივნენ. ისინი „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, ცენტრის სერვისებსა და ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.