24-25 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან მიხეილ ჯანელიძესთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესიის გახსნის ცერემონია, რის შემდეგაც მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
„უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში თემატური ჯგუფების შეხვედრაც გაიმართება.
"სამუშაო სესიებზე საუბარი წარიმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე; ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე; კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე;
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი ეწვევა კრიზისების მართვის ცენტრს და მოინახულეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას. მინისტრი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.