საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა
23-11-2016, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საერთაშორისო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად „წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ მემორიალი გაიხსნა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მემორიალი საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნეს და გვირგვინით შეამკეს.

 


თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო მისიებში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და მათ ოჯახებს მადლობა გადაუხადა.

 


„ჩვენი მოტივაცია ჩვენს საქმეში და ამ ბიჭების მოტივაცია სამხედრო სამსახურში პირველ რიგში არის ის, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ჩვენს არსებობას და ღვაწლს ქვეყნის წინაშე აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასე დავუფასებთ გმირებს მათ განვლილ ცხოვრებას და იმ გმირობას, რაც მათ სამშობლოს წინაშე ჩაიდინეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

მემორიალის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი