გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარკეთილში წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში წირვა აღევლინა; მამა იოსებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ქართველი გმირების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილეები და აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედა მარინა გზირიშვილი ესწრებოდნენ.
თავდაცვის უწყების ცნობით, იზორიამ მშენებარე ეკლესია დაათვალიერა და მშენებლობის დასრულებაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს, განსაკუთრებით ქართულ ჯარს. თითოეულ მათგანს მინდა ვუსურვო, ბედნიერება, ჯანმრთელობა, გახარება და ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ტაძარში იმყოფებოდა ჩვენი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მინისტრის მოადგილეები, რომლებიც პანაშვიდს დაესწრნენ. დაათვალიერეს ტაძარი და გამოთქვეს სურვილი, რომ ტაძრის მშენებლობის დამთავრებაში დამეხმარებიან, როგორც ფიზიკურად ისე ფინანსურად. სრულიად საქართველოს მინდა ვუსურვო სიწყნარე, სიმშვიდე მინდა ბედნიერება სუფევდეს საქართველოში, რათა ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა, ზეცაში იზეიმონ ყველა დღესასწაული, რომ საქართველო ბედნიერია და ნამდვილად გამთლიანდება. ჩვენი ვაჟკაცების დაღვრილი უმანკო სისხლი ფუჭად არ ჩაივლის", - განაცხადა მარინა გზირიშვილმა.
ეკლესიას საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შენდება. ეკლესია ერთიანი საქართველოსთვის 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების სახელზე აშენდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.