გია ხუხაშვილი ვიქტორ დოლიძეზე: ის ლაპარაკობდა პოლიტპატიმრებზე ამ ხელისუფლების პირობებში, ეს ადამიანები ისევ ციხეში სხედან - ის კი მინისტრი ხდება
23-11-2016, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატად "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის დასახელებას ეხმაურება.

 

 

ხუხაშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ყოფილი "თავისუფალი დემოკრატი" მინისტრი ხდება, "ძალიან ცუდად" გამოიყურება.

 

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ შექმნილ სიტუაციაში, - როდესაც დოლიძე, რომელიც "ამ ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრებზე საუბრობდა, ეს ადამიანები ისევ ციხეში სხედან, ის კი მინისტრი ხდება", - ძნელია კომენტარის გაკეთება.

 

 

"ეს არ არის ბუნებრივი. არ არის ის ისეთი შეუცვლელი კადრი, რომ უიმისოდ ვერავინ ვერ ეპოვათ. ძალიან ცუდად გამოიყურება ასეთი რაღაცები - კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. როგორც მოიქცა "თავისუფალი დემოკრატების" ელიტის გარკვეული ნაწილი, ეს ჩემთვის არის ძალიან ცუდი რამ, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას. ახალგაზრდებს რა მაგალითს აძლევენ?! ამ პარტიაში იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მოტივირებული, გაურყვნელი ადამიანი და რა მაგალითი მისცეს, რომ თურმე, შეიძლება ყველას და ყველაფერს ხაზი გადაუსვა? როდესაც ის ლაპარაკობდა პოლიტპატიმრებზე ამ ხელისუფლების პირობებში - ის ადამიანები დღესაც ციხეში სხედან და ის მინისტრი ხდება, ეს რა უბედურებაა?! როგორ შეიძლება?! ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია", - განაცხადა ხუხაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი