ლევან იზორიამ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა
23-11-2016, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცა. ლევან იზორია ბაგრამში, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში მყოფ ჯარისკაცებს თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ოპერაციების ცენტრიდან ტელეხიდით ჩაერთო, ერთგული და საამაყო სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


"გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! ყველაზე საპასუხისმგებლო მისიას თქვენ ასრულებთ დღეს და მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გითხრათ თავდაცვის სამინისტროს, მთავრობის, სრულიად საქართველოს სახელით. ჩემი ემოციაც მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობ თქვენით! არ არსებობს არც ერთი შეხვედრა და საჯარო გამოსვლა, რომელზეც თქვენს ღვაწლს არ აღვნიშნავდე. ერთადერთი დიდი სურვილი რაც გვაქვს, ის არის, რომ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ ჩამობრძანდეთ, თქვენნაირი ვაჟკაცები ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, სამშობლოში სჭირდება",- მიმართა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სამხედრო მოსამსახურეებს.

 


ტელეხიდის დროს თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარუდგინა და შეიარაღებულ ძალებში ახალი ტრადიციის დამკვიდრების - გენერალური შტაბის ახალი უფროსისთვის დროშის გადაბარების ცერემონიალის შესახებ უამბო. ლევან იზორია ავღანეთში მიმდინარე პროცესებითაც დაინტერესდა და არსებული გამოწვევებისა და ამოცანების შესახებ სამხედროებისგან ინფორმაცია მოისმინა.

 


ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს გიორგობა მიულოცეს გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა ჩიქოვანმაც.

 


"წმინდა გიორგი იყოს თქვენი მეგზური იმ რთულ საქმეში, რომელშიც დღეს ხართ ჩაბმულნი. თქვენ საქართველოს სახელი გაგაქვთ საზღვრებს გარეთ. რომ არა თქვენი პროფესიონალიზმი და მაღალი წარმოჩინება, საქართველო, ალბათ, ვერ იქნებოდა მსოფლიოში ისეთი ცნობადი, როგორიც დღეს არის", -აღნიშნა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

 


ლელა ჩიქოვანმა კი, სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ოჯახებში უვნებლად და გამარჯვებით დაბრუნება უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი