არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინას გუბერნატორი ნიკი ჰელი გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩად დაასახელა, შეაქო რა მისი ყოფილი კრიტიკოსი, როგორც „დამტკიცებული მომრიგებელი“.
როგორც BBC წერს, იგი არის პირველი არათეთრკანიანი ქალი, რომელიც ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში კაბინეტის დონის ოფიციალურ თანამდებობაზე ინიშნება.
ჰელი ინდოელი ემიგრანტების შვილია და ტრამპის საარჩევნო კამპანიისას მისი წამყვანი კრიტიკოსი იყო.
ამომავალი ვარსკვლავი „რესპუბლიკურ პარტიაში“, 44 წლის ჰელი, ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორია შეერთებულ შტატებში.
ტრამპმა პრეს რელიზში განაცხადა: „გუბერნატორ ჰელის ადამიანების, მათი ბიოგრაფიის თუ პარტიის წევრობის მიუხედავად, ერთად თავმოყრის დამტკიცებული მონაცემები აქვს, წინ წასწიოს კრიტიკული პოლიტიკა შტატისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის.
„იგი ასევე დამტკიცებული მომრიგებელია, და ჩვენ მოველით უამრავი შეთანხმების დადებას. იგი იქნება შესანიშნავი ლიდერი, რომელიც შეერთებულ შტატებს მსოფლიო სცენაზე წარმოადგენს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.