პოლიტიკური ქარიშხლები უკრაინაში ახალი არავისთვისაა, მაგრამ ბოლოდროინდელმა გარემოებამ, პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურში ახალგაზრდა ქალის დანშვნამ, ქვეყანაში მწვავე კრიტიკისა და დებატების უზარმაზარი ნიაღვარი წარმოშვა. ამის შესახებ BBC წერს.
24 წლის ანასტასია დეიევას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნა უპრეცედენტოა, რადგან ამ ასაკში არავინ არასდროს ასეთ მაღალ თანამდებობაზე არ დანიშნულა.
„არაფერი არ არის არამართებული იმაში, რომ ქალი მრჩეველი იყოს, განსაკუთრებით თუკი ის მშვენიერი და ჭკვიანია, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომაა, თუ ის ასეთი ახალგაზრდაა და არ გააჩნია გამოცდილება, ან გააჩნია მცდარი სახის გამოცდილება“, - ეს არის ერთ-ერთი ტიპიური კომენტარი, იმ უამრავიდან, რომელიც Facebook-ზე კეთდება.
დეიევამ სხვა საჯარო მაღალი თანამდებობის მოხელეების უმეტესობისაგან განსხვავებით, უფრო გულდასმით უნდა გადაწყვიტოს მისი შიშველი ფოტოების ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნების საკითხი, წერს BBC.

მაღალ თანამდებობაზე დეიევას დანიშვნის შემდეგ მისი კიდევ უფრო მეტი გემოვნებიანი ფოტო გამოჩნდა უკრაინულ Style Insider-ზე.
მან დაიცვა მისი უფლებამოსილება და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას გააჩნდა სათანადო გამოცდილება მის ახლად დანიშნულ პოსტზე საქმიანობის შედგომისთვის. იგი იყო ერთ-ერთი დეპუტატის თანაშემწე და მუშაობდა შვედურ ენერგო კომპანიაში და საკმარისად შესაფარისი კვალიფიკაციის კანდიდატად ითვლებოდა 2015 წელს იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შეეთავაზებინათ.
მაგრამ უკრაინაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ასეთი ახალგაზრდა კადრის დანიშვნას მანამდე ადგილი არასდროს ჰქონია, რამაც კრიტიციზმის ნიაღვარი წარმოშვა.
„მე ვიცოდი, რომ ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი, რომ იქნებოდა კრიტიკა და მიკერძოებული კომენტარები, მაგრამ არასდროს მოველოდი ასეთ საზიზღარ თავდასხმებს“, - განაცხადა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.