საქართველოს საგარეო უწყებაში „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესია გაიხსნა
24-11-2016, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში „უორდროპის დიალოგის“ პლენარული სესიის გახსნის ცერემონია გაიმართა. მასში ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობენ.

 


ამ წუთებში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თემატური ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს.

 


საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამუშაო სესიებზე საუბარი პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე; ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე; კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების საკითხებზე წარიმართება.

 


„დღესვე აღნიშნული დიალოგი გადაინაცვლებს უფრო მაღალ საფეხურზე და გახდება სტრატეგიული დიალოგის ფორმატი, რომელიც მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიგი გიგიაძე.

 

 

სესიის გახსნის შემდეგ, მიხეილ ჯანელიძე და სერ ალან დუნკანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი