შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ მიმართვაში ამერიკელებს ეროვნული ერთიანობისაკენ მოუწოდა.
საარჩევნო კამპანიის კვალდაკვალ, რომელსაც მან „ხანგრძლივი და ცემა-ტყეპის შემცველი“ უწოდა, არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემოციები ქვეყანაში ნედლია.
მან თქვა, რომ მოვიდა დრო „დავიწყოთ ჩვენი უთანხმოებების განკურნება“, მაგრამ დაამატა რომ „დაძაბულობები უბრალოდ ერთ ღამეში არ იკურნება“.
ტრამპმა აღიარა, რომ „ცემა-ტყეპის შემცველი“ საარჩევნო კამპანიის შემდეგ სიმწარე კვლავ რჩება: „ეს არ განელდება სწრაფად, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი, რომელიც მანამდე არ გვქონია, შევქმნათ ისტორია ერთად და მივიტანოთ რეალური ცვლილება ვაშინგტონში, მივიტანოთ ნამდვილი უსაფრთხოება ჩვენ ქალაქებში და ნამდვილი კეთილდღეობა ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის ჩვენი ქალაქების პერიფერიებში“.
უფრო ადრე მან ორი ახალი დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება. ორივე მათგანი ქალია და ორივე მისი მწვაე გამკრიტიკებელი იყო საპრეზიდენტო კამპანიის დროს.
არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კაროლინას გუბერნატორი ნიკი ჰელი გაერო-ში შეერთებული შტატების ელჩად დაასახელა, შეაქო რა მისი ყოფილი კრიტიკოსი, როგორც „დამტკიცებული მომრიგებელი“.

როგორც BBC წერს, იგი არის პირველი არათეთრკანიანი ქალი, რომელიც ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში კაბინეტის დონის ოფიციალურ თანამდებობაზე ინიშნება.
ჰელი ინდოელი ემიგრანტების შვილია და ტრამპის საარჩევნო კამპანიისას მისი წამყვანი კრიტიკოსი იყო.
ამომავალი ვარსკვლავი „რესპუბლიკურ პარტიაში“, 44 წლის ჰელი, ყველაზე ახალგაზრდა გუბერნატორია შეერთებულ შტატებში.
ტრამპმა პრეს რელიზში განაცხადა: „გუბერნატორ ჰელის ადამიანების, მათი ბიოგრაფიის თუ პარტიის წევრობის მიუხედავად, ერთად თავმოყრის დამტკიცებული მონაცემები აქვს, წინ წასწიოს კრიტიკული პოლიტიკა შტატისა და ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის.
„იგი ასევე დამტკიცებული მომრიგებელია, და ჩვენ მოველით უამრავი შეთანხმების დადებას. იგი იქნება შესანიშნავი ლიდერი, რომელიც შეერთებულ შტატებს მსოფლიო სცენაზე წარმოადგენს“.

არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე ქალს შესთავაზა კიდევ ერთი თანამდებობა მის კაბინეტში. განათლების მდივნის პოსტს ბეტსი დევოსი დაიკავებს. მან ტრამპს საარჩევნო კაპმანიის დროს "უკანონოდ მოვაჭრე" უწოდა.
ამასობაში კი საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი პოპულარული ხმების მიხედვით ჰილარი კლინტონის კიდევ უფრო მეტი უპირატესობა გამოიკვეთა და იგი დონალდ ტრამპს უკვე 2 მილიონი ხმით უსწრებს.
ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები საარჩევნო კოლეგიაში ხმების უმრავლესობის მოპოვებით მოიგო, მაგრამ პირდაპირი წესით მიცემული ხმების მიხედვით, რომელიც არჩევნებიდან 2 კვირის თავზე ჯერ კიდევ ითვლება, ტრამპს მიღებული აქვს 62.2 მილიონი ხმა, კლინტონს კი 64.2 მილიონი.
ეს მე-5 შემთხვევაა შეერთებულ შტატებში, როდესაც პოპულარული, პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულმა კანდიდატმა არჩევნები წააგო.
2000 წელს „დემოკრატმა“ ელ გორმა „რესპუბლიკელ“ ჯორჯ დაბლიუ ბუშზე, რომელმაც არჩევნები ხანგრძლივი კანონიერი დავით მოიგო, დაახლოებით 544 000 ხმით გაიმარჯვა.
საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ საკითხი ბუშის სასარგებლოდ გადაწყვიტა და სადავო ფლორიდის შტატში, სადაც გუბერნატორი მისი ძმა ჯებ ბუში იყო, გამარჯვება მას მიანიჭა.
ბუშმა გორს საარჩევნო კოლეგიაში 1 ხმით მოუგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.