სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, ცზიანსის პროვინციაში მშენებარე ელექტროსადგურის ჩამონგრევის შედეგად.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე, ქალაქ ფენჩენში მოხდა.
სამაშველო სამსახურები აცხადებენ, რომ არ არის გამორიცხული დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ელექტროსადგურში არსებული კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს ადგილზე 68 ადამიანი იმყოფებოდა.
სამაშველო ოპერაციაში 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 200-მდე სამხედრო მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.