პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანაში ყველა პრობლემა ღრმავდება და მათი გადაწყვეტა ვერ ხდება, რაც განპირობებულია იმით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გადაყოლილნი არიან ერთმანეთთან კინკლაობას და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში სამარცხვინო ვითარებაა შექმნილი.
როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, ეს სამარცხვინო ვითარება რაც ქვეყნის შიგნითაა, ავტომატურად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და იმიჯზე.
„გასულ კვირას შეგნებულად არ გამოვეხმაურე სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტს და საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა შეურაცხყოფას, რაც ყველამ ვიხილეთ ტელეეთერებში. მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ჩვენს ხელისუფლებას, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ ჰქონია, როგორც კლასიკურ მაგალითს უთავმოყვარეო ხელისუფლებისა, ხმა არ ამოუღია, მით უფრო რომ საქმე ეხებოდა პრობლემას, რომელზეც აშშ-ის მთავრობისთვის უნდა დასმულიყო კითხვა. მხედველობაში მაქვს ვითარება, როდესაც ქვეყანაში ოფიციალურად ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი იმყოფებოდა აშშ-ის სენატში და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოიხსენიებოდა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და მთავარი მომხსენებლიც კი იყო. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი სახელმწიფოსი; ეს არის გაგრძელება იმ შეურაცხმყოფელი პოლიტიკისა, რომლის მაგალითი იყო თუნდაც ევროსაბჭოში ხელშეკრულების რატიფიცირების დროს ძებნილი პრეზიდენტის მთავარ სტუმრად მიწვევა.
რას ნიშნავს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს?“ აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს იმას, რომ პატივი უნდა სცე ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებას, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მის მიერ ძებნილი პირი არ უნდა მიიღო ოფიციალურ წარმომადგენლად შენი ქვეყნის უმაღლეს ორგანოებში.
„მე მაინტერესებს რა რეაქცია ექნებოდა აშშ-ს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იანუკოვიჩი რომ მოეწვიათ. ნამდვილად არ ვცემ პატივს ამ პიროვნებას, მაგრამ სააკაშვილი იანუკოვიჩზე არაფრით უკეთესი არ არის. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ სააკაშვილი ლანძღავს რუსეთს და ვითომ პროდასავლური დროშა უჭირავს ხელში. რა ხდება მეგობრებო, თუ რუსეთს ლანძღავ, ყველაფერი გეპატიება?
მინდა მივმართო აშშ-ს ელჩს და ვუთხრა, ბატონო ელჩო, მსგავსი ქმედება ნამდვილად ვერ იქნება აღქმული როგორც მეგობრული ჟესტი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, დამოკიდებულება და განწყობა ამერიკის მიმართ კიდევ უფრო ნეგატიურ ელფერს მიიღებს, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობა ვერ იგებს, რატომ იღებს ზარზეიმით იმ ადამიანს მეგობარ სახელმწიფოში, რომელმაც დაკარგა ქვეყნის ტერიტორიების 20 %, რომელმაც ქვეყანაში შექმნა ელიტური კორუფცია, რომელმაც ასობით ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია და ათასობით ადამიანი ციხეებში აწამა?" აცხადებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.
ნინო ბურჯანაძის თქმითვე, უცნაურიც არ არის, რომ საქართველოს ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს აზრადაც არ მოსვლია ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოეხატა.
„რა თქმა უნდა, ამას ვერ გაბედავენ, რადგან ისინი აშშ-ს უყურებენ არა როგორც თანასწორ პარტნიორს, არამედ პატრონს, რომელსაც ყურმოჭრილად უნდა ემსახურო,"განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.