ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი პოპულარული ხმების მიხედვით ჰილარი კლინტონის კიდევ უფრო მეტი უპირატესობა გამოიკვეთა და იგი დონალდ ტრამპს უკვე 2 მილიონი ხმით უსწრებს.
ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნები საარჩევნო კოლეგიაში ხმების უმრავლესობის მოპოვებით მოიგო, მაგრამ პირდაპირი წესით მიცემული ხმების მიხედვით, რომელიც არჩევნებიდან 2 კვირის თავზე ჯერ კიდევ ითვლება, ტრამპს მიღებული აქვს 62.2 მილიონი ხმა, კლინტონს კი 64.2 მილიონი.
როგორც BBC წერს, ეს მე-5 შემთხვევაა შეერთებულ შტატებში, როდესაც პოპულარული, პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის შედეგად გამარჯვებულმა კანდიდატმა არჩევნები წააგო.
2000 წელს „დემოკრატმა“ ელ გორმა „რესპუბლიკელ“ ჯორჯ დაბლიუ ბუშზე, რომელმაც არჩევნები ხანგრძლივი კანონიერი დავით მოიგო, დაახლოებით 544 000 ხმით გაიმარჯვა.
საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ საკითხი ბუშის სასარგებლოდ გადაწყვიტა და სადავო ფლორიდის შტატში, სადაც გუბერნატორი მისი ძმა ჯებ ბუში იყო, გამარჯვება მას მიანიჭა.
ბუშმა გორს საარჩევნო კოლეგიაში 1 ხმით მოუგო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.