"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, "ქართული ოცნება" ემზარ კვიციანის წარდგენას ხელოვნურად ცდილობს.
ნადირაშვილის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ "პატრიოტთა ალიანსს" ყველა კვოტა უკვე ათვისებული აქვს, ამ პოსტზე კვიციანი არც უნდა წარედგინა.
მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ირაკლი აბესაძის კანდიდატურას ისევ წარადგენს.
"ის, რაც მოხდა დღეს კომიტეტზე, იყო სამარაცხვინო. ათვისებული აქვს "პატრიოტთა ალიანსს" სამივე კვოტა და საერთოდ ემზარ კვიციანი არ უნდა დამდგარიყო კენჭისყრაზე. მაგრამ იმდენად დიდია "ქართული ოცნების" სურვილი კვიციანი იხილონ ამ თანამდებობაზე, ამ დარღვევაზეც წავიდნენ. უფრო მეტიც, კომიტეტის თავმჯდომარემ რეგლამენტი დაარღვია, როდესაც მე მოვითხოვე განმეორებითი კენჭისყრა, რეგლამენტში წერია, რომ მე ამის უფლება მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ "ქართული ოცნება" ხელოვნურად ცდილობს ამ პოსტზე წარადგინოს კვიციანი", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩიეს.
კენჭისყრაზე „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ემზარ კვიციანს მხარი ოთხმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ირაკლი აბესაძეს 8 დეპუტატმა დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციის კვოტები გადანაწილებულია - 15 საპარლამენტო კომიტეტიდან 12-ში თავმჯდომარის მოადგილე „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამი კი „პატრიოტთა ალიანსს“ უნდა ჰყავდეს.
„ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსს“ სამივე კვოტა ათვისებული აქვს, სიმპატია-ანტიპატიის მიუხედავად, კომიტეტმა მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს“, - განაცხადა სესიაშვილმა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.