მიხეილ ჯანელიძე: ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები, ჩვენი ორმხრივი ძალისხმევით, წარმატებით ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს
24-11-2016, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები, ჩვენი ორმხრივი ძალისხმევით, წარმატებით ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, სერ ალან დუნკანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს.

 

 

"ბოლო წლების განმავლობაში ერთობლივად გადადგმული ნაბიჯები რეალურად მოწმობს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრის ვიზიტიც ცხადყოფს, რომ გაერთიანებული სამეფო, როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, საქართველოსთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების ერთგული რჩება", - განაცხადა ჯანელიძემ.



მისი შეფასებით გაერთიანებული სამეფო უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის პროცესში.



ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში“ გაჩნდა ახალი მიმართულება რაც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ანალიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის პლატფორმას.



მინისტრმა ასევე აღნიშნა ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული გამოწვევები. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციის კონსოლიდაციის კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის.



ხაზი გაესვა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ.



მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს "უორდროპის დიალოგის" ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის სხვა საკითხები.



ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება ​პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და, განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი