„საქართველო შესაძლოა იყოს ბრიტანეთის ბიზნესისთვის საუკეთესო რეგიონული პლატფორმა“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჯანელიძემ გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანთან გამართული პრესკონფერენციის დროს.
ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მინისტრს საქართველოში სტუმრობისთვის და ასევე იმ მხარდამჭერი განცხადებისთვის, რომელიც მან საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრობის კანდიდატმა გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ეკონომიკა დაასახელა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო არის ერთერთი მთავარი ინვესტორი საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთში უფრო მეტად წარმოჩინდეს საქართველოს, როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის იმიჯი.
„საქართველო არის ღია ეკონომიკა და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თავისუფალი ვაჭრობა, ეკონომიკური კავშირები, ხელი შევუწყოთ ბიზნეს ურთიერთობებს და საქართველოს იყოს ბრიტანული ბიზნესისთვის, როგორც პლატფორმა რეგიონში ბიზნესის საკეთებლად.
ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებას ეკონომიკა წარმოადგენს. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკვე მრავალი წელია და დიდი ბრიტანეთი არის ერთერთი მთავარი ინვესტორი ქართულ ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს აღვნიშნავთ ოცი წლისთავს British Petrolium-ის საქართველოში ოპერირების და ინვესტირების დაწყების შემდეგ. ეს იყო პირველი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც განვითარდა და მასზე დაფუძნებით ჩვენ ვანვითარებთ სხვა პროექტებსაც. BP აგრძელებს ინვესტირებას და პროექტების განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას და წარმოაჩენს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს ამ მიმართულებით.“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პრესკონფერენციაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები განათლების, კულტურისა და მეცნიერების სფეროში, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიით განხორციელებული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე შექსპირისა და რუსთაველის საიუბილეო წლებისადმი მიძღვნილი სპეციალური პროექტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.