ალან დუნკანი: მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის
24-11-2016, 04:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მივესალმებით საქართველოს პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად და ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის, - განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ალან დუნკანმა.

 

 

"ქვეყანას განზრახული აქვს, შეასრულოს ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც ყველა ინსტიტუტს გააძლიერებს და ეკონომიკურად სტაბილურს გახდის. საქართველოს მზადყოფნას, გააძლიეროს უსაფრთხოება და ნატო-ს ინტეგრაციის მხრივ პროგრესს, მიესალმება ნატო-ს ყველა წევრი, მათ შორის დიიდ ბრიტანეთიც. თქვენ გაქვთ ღრმა და ფართო პარტნიორობა ნატოს-თან, რომელიც მხარდაჭერილია მნიშვნელოვანი რესურსებით, ეს გეხმარებით მდგრადობის გაძლიერებაში. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ საქართველოს კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოუგვარებელი რჩება. რუსეთის მიუღებელი ქმედებები უკრაინაში არის საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიერ სუვერენული არჩევანის გაკეთების უფლების აშკარა უპატივცემულობის ნაწილი. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების, სტაბილურობისა დ უსაფრთხოების ფონდის საშუალებით ჩვენ მხარს ვუჭერთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ადმინისტრაციული საზღვრებით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისკენ. მაგალითად, ჩვენ ვისურვებდით გვენახა აფახზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესება“, - განაცხადა დუნკანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი