საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას დღეს მოეწერება ხელი
11-03-2015, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერება ხელი.

 


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და ბიზნესის მიზნებით მსურველი, ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში - ათვლა ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.

 


აღნიშნული შეთანხმება დადება წერილების გაცვლით გზით მოხდება. საქართველოს მხრიდან მას ხელს მოაწერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი. შეთანხმება ძალაში შევა ქართული მხარის მიერ მისი ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.

 

 

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ბრაზილიის რესპუბლიკასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება მხარეთ ხანგრძლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

 

 

"ბრაზილია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ეკონომიკაა ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ხსენებული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას და ხალხთაშორისი კავშირების გამყარებას.

 


საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რაზეც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე. 2013 წლის 12 მარტს საქართველოს ვიზიტით ეწვია ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვერა მაშადო. 2013 წლის 2-4 აპრილს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო 2014 წლის 24 მარტს, ქ. ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტს მიშელ ტემერს შეხვდა.

 


მხარეებს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში," ნათქვამია ქართული საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი