გიორგი კვირიკაშვილი ალან დუნკანს შეხვდა
24-11-2016, 04:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სერ ალან დუნკანმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

 


"მხარეებმა განიხილეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები. ხაზი გაესვა "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მნიშვნელობას და აქტიური პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია საქართველოში.

 


საუბარი შეეხო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. ქართული მხარის შეფასებით, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში ასევე განსაკუთრებული ადგილი უკავია კრიზისების მართვის სფეროში თანამშრომლობას, რისი თვალსაჩინო მაგალითია „ეროვნული სიტუაციური ოთახის" პროექტი.

 


მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანელი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანზე. ამერიკისა და ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, ბრექსიტი დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გაარძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალან დუნკანის ვიზიტი საქართველოში „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი