საგარეო უწყება: ალან დუნკანმა ოლივერ უორდროპის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა დაათვალიერა
24-11-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის სერ ალან დუნკანის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოჩენილი ბრიტანელი დიპლომატის, მწერლის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის, ოლივერ უორდროპის და მისი დის, მარჯორი უორდროპის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართა.

 

 

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალები ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის მიმართვა ოლივერ უორდროპისადმი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალურად ცნობის თაობაზე, ასევე აკაკი ჩხენკელის წერილი ბოლშევიკების მიერ დაპყრობილი საქართველოს საკითხის ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო კონფერენციაზე განხილვის შესახებ.

 

 

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ასევე გაეცნო ოლივერ უორდროპის საქართველოს მხარდაჭერის გამომხატველ წერილს და მის მილოცვის წერილს ქართველებისადმი, რესპუბლიკის დე იურე აღიარების თაობაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარჯორი უორდროპის წერილები ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან და სხვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი