დღეს ქობულეთის ქალთა ოთახში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ბენეფიციარები ესწრებოდნენ. ამის შესახებ Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე მერი ჩენდლერმა ამერიკაში ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების წესსა და შესაძლებლობებზე, სახელმწიფოს მიერ მათი სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო პროგრამებსა და მოხუცთა თავშესაფრებზე ისაუბრა.
შეხვედრა ქობულეთის ქალთა ოთახისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.