სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულების უწყების სამომავლო გეგმებსა და უკვე გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს პენიტენციური სისტემის მიზანი მხოლოდ მსჯავრებულის იზოლაცია არ არის და უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პატიმართა რესოციალიზაციაა. მისი თქმით, პრიორიტეტი ერთის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვა, ხოლო მეორეს მხრივ, სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფაა. სწორედ ამ მიზნით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, 40-მდე კანონში შევიდა ცვლილებება და მიღებულ იქნა ერთი თვისობრივად ახალი კანონი.
მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლისას ძირითადი ყურადღება უწყებაში მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით განხორციელებულ პროექტებს, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, რესოციალიზაციის პროგრამების, არასაპატიმრო სასჯელთა განვითარებისა და მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის საკითხებს დაუთმო.
„დასრულდა დრო, როდესაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის იზოლაციისთვის გამოიყენებოდა. გასული 4 წლის მანძილზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამა შევიმუშავეთ. დაწესებულებებში შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება და მსჯავრდებულთა დასაქმება. გვაქვს შესაძლებლობა ხელშეკრულებით პატიმრები დავასაქმოთ მცირე სარემონტო სამუშაოებზე, რაშიც ანაზღაურებას მიიღებენ. ავამოქმედეთ სპეციალური ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირდაპირ მათ ანგარიშზე ირიცხება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა იმ სიხალეებზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დანერგვას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შემდეგ გეგმავს. ცვლილებები მთავრობის წინაშე უკვე ინიცირებულია და ახლო მომავალში, მას პარლამენტი განიხილავს. კახა კახიშვილის თქმით, აღნიშნული პაკეტი სასჯელის აღსრულების სფეროში მრავალი ნოვაციის დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც სხვადასხვა საკითხებს შეეხება, ესენია - უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მსჯავრდებულთათვის; არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის დანერგვა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირება; პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯვარდებულთა გათავისუფლების მექანიზმების ცვლილება და სხვა. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტი მსჯავრდებული ქალბატონებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, კონკრეტულად, პატიმარ ქალს, რომელიც დაწესებულებაში მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება, 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცემა ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება და ეს დრო შვილთან ერთად გაატაროს. აღნიშნული ხელს უწყობს ბავშვის გარემოსთან ადაპტაციას და დედასთან განშორების სტრესის შემცირებას.
კახა კახიშვილმა ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციითა და მათი მხარდაჭერით განხორციელდება.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც თავიანთი უწყებების სამომავლო პროგრამები სხვა მინისტრობის კანდიდატებმაც წარადგინეს, კახა კახიშვილმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაძლიერებას შეეხებოდა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.