ლევან იზორია: ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება როგორც ნატოსთან, ისე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან
24-11-2016, 08:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის ფარგლებში, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

 

 

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრ დეპუტატებს ლევან იზორია თავდაცვის უწყებაში დაგეგმილი რეფორმების, გამოწვევებისა და სტრატეგიულ მიმართულებების შესახებ ესაუბრა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ უწყებაში რეფორმა ტერიტორიული თავდაცვის კონცეფციით არის განპირობებული. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი არის ის, რომ შეიარაღებული ძალები იყოს მოქნილი, დაბალანსებული და მდგრადი.

 

 

„გამოწვევებიდან გამომდინარე, დავსახეთ რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი. ეს არის სტრატეგიული მართვა, ოპტიმიზაცია სისტემაში, საბრძოლო მზადყოფნის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ინსტიტუციური რეფორმები სხვადასხვა დანაყოფებში, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება როგორც ნატოსთან, ისე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ასევე წვევამდელების ახალი სისტემა და რეზერვის სისტემა“,- აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა უწყებათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა გენერალურ შტაბსა და სახმელეთო ჯარის სარდლობებში დაგეგმილ ოპტიმიზაციაზეც, რომელიც სამხედრო დანაყოფების ქვეითი, მექანიზირებული და ჯავშანსატანკო ელემენტებით დაკომპლექტებას გულისხმობს.

 


ლევან იზორიამ ავიაციაში დაგეგმილ ოპტიმიზაციასა და სამხედრო პოლიციაში დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციაში პრევენციული, საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციები უნდა გაიმიჯნოს. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის მნიშვნელოვანია ხუთი მთავარი მიმართულების: სამანევრო ქვედანაყოფების, საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო კომპონენტის, არტილერიისა და დაზვერვის შესაძლებლობის გაუმჯობესება და განვითარება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი