გიორგი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი
24-11-2016, 09:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში ალან დუკანს შეხვდა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 


გიორგი მარგველაშვილმა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა საოკუპაციო ხაზის მონახულებისათვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად იყოს წარმოდგენილი.

 


„შეხვედრისას განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს, ასევე იმ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ბრიტანეთის უფრო მეტ ჩართულობას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.

 


თენგიზ ფხალაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, როგორიცაა „უორდროპის“ დიალოგი, რომელიც ორ ქვეყანას შორის შემდგომი ურთიერთობების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი