გოკა გაბაშვილი: ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა ბატონ ხადურთან საუბარი
11-03-2015, 01:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გადაცემა „არჩევანში“ პარლამენტის სხდომაზე მინისტრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის არდასწრების საკითხი გააპროტესტა.

 

 

„აქ არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგვწონდეს და ერთმანეთი გვიყვარდეს. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო. არც ჩემი ბავშვობის ოცნება არ ყოფილა ბატონ ხადურთან საუბარი და ქალბატონ მანანასთან დისკუსია, მაგრამ ჩვენ ხმა მოგვცა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ პარლამენტში შევასრულოთ ჩვენ ჩვენი ფუნქცია, მათ მართონ ქვეყანა და ჩვენ ვაკონტროლოთ ისინი, ასეთია საპარლამენტო დემოკრატია. ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გაგერღვევათ რამდენიმე ასეული მილიონით, პასუხი იყო – არა, ეს თქვენი აჟიოტაჟია, ყველაფერი კარგად მიდის. გაერღვათ ბიუჯეტი რამოდენიმე ასეული მილიონით?!" აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

 

 

გაბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება 2 წლის განმავლობაში არ ისმენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რჩევებს. ბიუჯეტის დაგეგმვასა და ხარჯვის ნაწილში რჩევების გარდა, გაბაშვილის თქმით, მათ შენიშვნები ჰქონდათ სავიზო რეგულაციების თაობაზეც, უცხოელ ინვესტორებისთვის მიწის გაყიდვაზე დაწესებულ რეგულაციებზე, აქციზისა და გადასახადების გაზრდაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი