"აუდიტორია 115"-ის წევრები თსუ-ის მე-6 კორპუსის პიკეტირებას განაგრძობენ, პარალელურად უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.
"აუდიტორია 115"-ის სტუდენტები აანონსებენ, რომ 13:00 საათზე, არჩევნებს თსუ-ის პირველ კორპუსის ეზოში აქციით გააპროტესტებენ.
„ვიქნებით მაქსიმალურად რადიკალურები და პროტესტი იქნება მზარდი. პირველ საათზე გაიმართება აქცია პირველი კორპუსის ეზოში და მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება,“ - აცხადებს "აუდიტორია 115"-ის წევრი გიორგი ჯავახაძე.
თვითმმართველობის არჩევნებში დელეგატობის ერთ-ერთი კანდიდატი, ალისა სულამანიძე აცხადებს, რომ "აუდიტორია 115" დღეს არჩევნების მიმდინარეობის პროცესში პროვოკაციებს გეგმავს.
"პირველ რიგში, ცესკო-ს მოვუწოდებ, რათა უზრუნველყოს ამ ადამიანების უსაფრთხოება და არჩევნების ჩატარება ისეთ პირობებში, სადაც არ ექნება ადგილი ექსცესებს. და რა თქმა უნდა, სამართალდამცავებს, თსუ-ის დაცვას, ადმინისტრაციას, რომელიც განთავსებულია მე-6 და მე-3 კორპუსებში, რომ აღკვეთოს მათ მიერ გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები", - აცხადებს ალისა სულამანიძე.
"აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი გუშინ დაიკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.