ფრანსუა ფიონი: „ოლანდის რუსეთისადმი პოლიტიკა აბსურდულია, ის მსოფლიოში უზარმაზარი ქვეყანა, ბირთვული დერჟავაა და არ შეიძლება მასთან ამგვარად მოქცევა“
25-11-2016, 02:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ფრანსუა ფიონმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რუსეთთან დამოკიდებულება გააკრიტიკა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.

 


„პოლიტიკა, რომელსაც ოთხწელიწადნახევარი ფრანსუა ოლანდი რუსეთთან დამოკიდებულებაში აწარმოებდა, აბსურდულია, ის უბიძგებს რუსეთს გააფრთებისაკენ, იზოლაციისაკენ, ნაციონალისტური ქმედებებისაკენ. ეს კი მსოფლიოში უზარმაზარი ქვეყანა, ბირთვული დერჟავაა და არ შეიძლება მასთან ამგვარად მოქცევა“, - განაცხადა ფიონმა საფრანგეთის მეორე ყოფილ პრემიერ მინისტრ ალენ ჟუპესთან დებატებისას, საპრეზიდენტო პრაიმერის გამართვამდე ორი დღით ადრე.

 


ფიონის თქმით, მოსკოვი და პარიზი აუცილებლად უნდა დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა აღადგინონ ნორმალური ურთიერთობები.

 


„საერთაშორისო პოლიტიკაში, მე დავამატებდი, რომ საფრანგეთი იცავდა საკუთარ ინტერესებს. უდავოა, რომ საფრანგეთის ინტერესებში არ შედის ალიანსის შეცვლა, არ არის საჭირო წარმოვადგინოთ ეს კარიკატურულ ფორმაში. ჩვენ წარმოვადგენთ შეერთებული შტატების პარტნიორებს და ვიზიარებთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელსაც არ ვყოფთ რუსეთისაგან. აგრეთვე წარმოვადგენთ შეერთებული შტატების მოკავშირეებს უსაფრთხოების სფეროში, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება“, - დაამატა მან.

 


კვირას საფრანგეთში „რესპუბლიკელებს“ და მათ მოკავშირეებში პრაიმერის მეორე ტური გაიმართება, რომელზეც 2017 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებზე წარსადგენი ერთიანი კანდიდატი გამოვლინდება. პირველ ტურში, რომელშიც საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლას სარკოზიც მონაწილეობდა, გამარჯვება ფრანსუა ფიონმა მოიპოვა, მეორე ადგილზე კი ალენ ჟუპე გავიდა.

 


ფრანსუა ფიონი საფრანგეთის პრემიერ მინისტრის პოსტს 2007-2012 წლებში, ნიკოლას სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი