გიორგი შარვაშიძე: ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი, ძალიან მომწონს იდეა - ავტონომია უნივერსიტეტს - მაგრამ პროტესტის ეს ფორმა არ მომწონს
25-11-2016, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის განცხადებით, პროტესტის ის ფორმა, რომელსაც "აუდიტორია 115"-ის წევრები მიმართავენ, მიუღებელია.

 


შარვაშიძე ეთანხმება მათი მოთხოვნის გარკვეულ ნაწილს და აცხადებს, რომ ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია.

 

 

”ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი, ძალიან მომწონს იდეა - ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს....

 

 

პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება კანონმდებლობის გაუმჯობესების. უნდა მოხდეს ავტონომიის პრინციპის გაზრდა და ამაზე ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოც და ხელისუფლებაც ვთანხმდებით. უნივერსიტეტს უნდა გადაეცეს ის უფლებები, რომ თავად უნივერსიტეტმა განსაზღვროს თუ როგორი მოწყობა ურჩევნია. პრივილეგირებული ჯგუფები არ იქნება, ან აღარ იქნება. ამისთვის ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ არასწორად ნაწილდება თანხები. გვესმოდა, რომ პრივილეგირებულ ჯგუფებს ქონდათ წვდომა სხვადასხვა დაფინანსებასთან, თუმცა ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი, სადაც გარკვევით წერია, რომ პირველი იანვრიდან აღარ იქნება მიზნობრივი თანხების გახარჯვა ნებისმიერი ჯგუფის მიერ", - განაცხადა შარვაშიძემ, რომლის ინფორმაციითაც, თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

 

”არჩევნები ჩვეულებრივ გარემოში ჩატარდება, ვისაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა მიიღებს. კანონიდან გამომდინარე დღეს არის ბოლო ვადა არჩევნების ჩატარების და ეს ყველამ იცოდა”, - განაცხადა თსუ-ის რექტორმა.

 

 

იგი "აუდიტორია 115"-ის წევრების მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.

 


" ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად", - აღნიშნა რექტორმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი