ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილა
25-11-2016, 03:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 32 301 162 ლარით დაიგეგმა.

 

 

"სამომავლოდ მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა და ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება განისაზღვრა. ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად სამომავლოდაც განათლება დარჩა, რომლისთვისაც ბიუჯეტის 14,3%-ია გათვალისწინებული, კომუნალურისთვის - 23, 2%. შრომის ანაზღაურებისთვის 6 252 440 ლარია გათვალისწინებული, რაც გამგეობის, საკრებულოსა და მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებში დასაქმებულ 1351 საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურებას მოიცავს.

 


სხდომაზე ასევე ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ საკრებულოს 2016 წლის ბიუჯეტის მე-3 კვარტლის ანგარიში წარუდგინა. 9 თვის მონაცემებით ადგილობრივი ბიუჯეტი 92%-ით შესრულდა, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით 1 581 204 ლარი დაიხარჯა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის - 13 650 485 ლარი, გამგებლის სარეზერვო ფონდიდან 114 175 ლარი გამოიყო, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან - 186 783 ლარი. საკრებულოს წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს უყარეს კენჭი", - აღნიშნულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი