მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტში ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრები უსმენენ.
დეპუტატებს მთავრობის ახალი პროგრამა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო.
"გასული 4 წელი ძირითადად ფოკუსირებული იყო ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლების უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკაც წარიმართა იმგვარად, რომ დაცული ყოფილიყო ძირითადი სოციალური უფლებები და ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო დაბალანსებული ადამიანების ძირითადი საბაზისო უფლებების უზრუნველყოფით, როგორც არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების დღის წესრიგი განსაზღვრავს ახალ ამოცანებს და ამ ამოცანებიდან გამომდინარე შედგა 4-პუნქტიანი რეფორმათა გეგმა, რომელიც პასუხობს დღევანდელობის გამოწვევებს, რომელიც პასუხობს სწრაფ ეკონომიკური ზრდის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, ამ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაშიც ეკონომიკური ზრდის დაბალანსებას შევეცდებით სოციალური საჭიროებების უზრუნველყოფის მიმართულებით. 4-პუნქტიანი გეგმა განსაზღვარს უპირველეს ყოვლისა განათლების მიმართულებას, როგორც ქვეყნის უპირველეს პრიორიტეტს.
უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენ ვგეგმავთ სახელმწიფო რესურსების განაწილებას იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს შეინიშნება მზარდი მოთხოვნით, ამავე დროს მომავალ წლებში იქნება მზარდი მოთხოვნა ქვეყნის ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით რესურსების გაუნაწილებლობაზე იმ მიმართულებებზე, რომელიც აუცილებელია და, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა, აუცილებად იქნება ყურადღება დათმობილი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.