გიორგი კვირიკაშვილი: მომავლის პენსიონერები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე, მათი საპენსიო უზრუნველყოფა დამოკიდებული უნდა იყოს მათი ნამსახურები წლების და გამომუშავებული თანხის ოდენობაზე
25-11-2016, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და პრემიერ მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს პარლამენტში ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრები უსმენენ.

 

 

გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა.

 

 

"მნიშვნელოვანია ახალი საპენსიო რეფორმა, ე.წ. მეორე პილარი, რომლის არქიტექტურა მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით შედგა. არსებული საპენსიო სისტემა და მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა, აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის დამატებითი შრე გაჩენილი საპენსიო სისტემაში, რათა მომავლის პენსიონერები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე და მათი საპენსიო უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მათი ნამსახურები წლების და გამომუშავებული თანხის ოდენობაზე. ეს სისტემა მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს. 2017 წელი მთლიანად დაეთმობა იმ აუცილებელ ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა, კასტოდიუმი, დეპოზიტარი და ასე შემდეგ, რომელიც გახლავთ განუყოფელი შემადგენელი ნაწილები ამ რეფორმის. უპირველეს ყოვლისა, რეფორმის შედეგად მომავლის პენსიონერები იქნებიან უფრო კარგად უზრუნველყოფილნი, მაგრამ ასევე გადადინების ეფექტები, რომელიც აქვს ამ რეფორმას, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ვინაიდან ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი გრძელვადიანი ლარის რესურსი დაგროვდება ეკონომიკაში საინვესტიციო მიმართულებით გამოსაყენებლად, რაც თავისთავად განაპირობებს ადგილობრივი საფონდო ბაზრის აქტივობასაც, ვინაიდან შეიქმნება აუცილებელი ლიკვიდობა, რომელიც აუცილებელია საფონდო ბაზრის ოპერირებისთვის“, - განაცხადა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი