საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამუშაო ვიზიტად აშხაბადს ეწვია, სადაც თურქმენეთის პრეზიდენტის ინიციატივითა და გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი ღონისძიების ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში და კონფერენციაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს; ასევე, დაგეგმილია ოფიციალური სადილი თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელით, მდგრადი ტრანსპორტის გლობალურ კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის.
საქართველოს სახელმწიფო მეთაური თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენმდივანთან ბან კი-მუნთან, თურქმენეთის პრეზიდენტთან, გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მოჰამმად აშრაფ ღანისთა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და სს - „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე ალექსი ნიკოლაიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.