საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო.
პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე და კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, რომლებიც მისი თქმით, შეცვლის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს, განათლების სისტემას, მოახდენს მმართველობის რეფორმას და უზრუნველყოფს ქვეყნის სივრცით მოწყობას.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებით მოსახლეობა მიიღებს თანამედროვე, განვითარებული და საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანას, შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი ადამიანური რესურსით, უსაფრთხო და სტაბილური ბიზნესგარემოთი და ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობით.
“განათლება ცხადდება ჩვენი მთავრობის ნომერ პირველ პრიორიტეტად და ეს პრიორიტეტი ასახვას ჰპოვებს, როგორც მთავრობის ქმედებებში, ასევე, რა თქმა უნდა, ბიუჯეტირებისას. განათლების რეფორმა შეეხება მის ყველა მიმართულებას, ყველა ქვემიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უმაღლეს განათლებაზე და პროფესიული განათლების განვითარებაზე გერმანული დუალური სწავლების მოდელით. ეს ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორთან ერთად, თანადაფინანსების მოდელებით იქნება შეთავაზებული ის პროფესიები და იმ უნარების განვითარება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი განათლების სისტემა, რომელიც ცოდვა გამხელილი სჯობს, დღეს ემსახურება პირდაპირ უმუშევრობის წახალისებას, უნდა გარდაიქმნას იმგვარად, რომ სახელმწიფო ძვირადღირებული რესურსი დაიხარჯოს იმ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური მეცნიერების და საბუნებისმეტყველო დარგების სწავლება აუცილებლად შენარჩუნდება პრიორიტეტებში,” - აღნიშნა პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.