საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო.
მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ამომრჩეველთა მიერ გამოცხადებული მაღალი ნდობის გამართლება უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას წინ აქვს ბევრი სამუშაო ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიპოვა პარლამენტში, არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ქვეყნის სამსახურისთვის უნდა გამოიყენოს.
სიტყვით გამოსვლის დასაწყისში პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.
“გაცილებით მეტი ყურადღებაა საჭირო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა ეს დაუსრულებელი სერია ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის საბოლოოდ დასრულდეს. მზად ვართ, მეტი ძალისხმევა გავწიოთ ამ მიმართულებით,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.